“ინტერდისციპლინარული საზაფხულო სკოლა – გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე”
ინტერდისციპლინური საზაფხულო სკოლა „გამოიკვლიე კავკასია, იმპერიების გზაჯვარედინზე“ განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი CS-II-23-067] შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ლექციების ფართო სპექტრის შეთავაზებას მაგისტრებისა და დოქტორანტების, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მკვლევრებისათვის.
სკოლის სამიზნე აუდიტორია მოიცავდა ახალგაზრდა ქართველ და საერთაშორისო მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის კულტურული და პოლიტიკური წარსულით, აქცენტით საქართველოს ისტორიაზე. პროექტში მონაწილეობა მიიღეს გამოცდილმა მეცნიერებმა საქართველოდან, აზერბაიჯანსა და ევროპიდან.
პროექტში ჩართულმა კავკასიელმა და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა მოახდინა კავკასიური იბერიის და ლაზიკის პოლიტიკურ, სოციალური და რელიგიური ცხოვრების რეკონსტრუქცია, საველე ლექციებისა და ტრენინგების მეშვეობით. საზაფხულო სკოლის ლექციების დასკვნითი ციკლი კი დაეთმო თანამედროვე ისტორიას და განიხილა საბჭოთა იმპერიის ჩამოყალიბება.